Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტილერსონი ლათინური ამერიკის ქვეყნებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ რუსეთისა და ჩინეთის საფრთხე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ლათინური ამერიკის ქვეყნებს მოუწოდა, გაითვალისწინონ საფრთხე, რომელსაც მათ რეგიონს უქმნის რუსეთისა და ჩინეთის ქმედებები და ამ ორი ქვეყნის ნაცვლად აშშ-თან ითანამშრომლონ. „ლათინურ ამერიკას არ სჭირდება ახალი იმპერიული რეჟიმები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ხალხის სარგებელზე ფიქრობენ“, განაცხადა ტილერსონმა 1 თებერვალს ტეხასის შტატში, ვიდრე მექსიკაში ვიზიტით დაიწყებდა რეგიონულ ტურნეს. როგორც ტილერსონმა აღნიშნა, მოსკოვისაგან კვლავინდებურად ყიდულობენ იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას რეჟიმები, რომლებიც პატივს არ სცემენ დემოკრატიულ ღირებულებებს. სახელმწიფო მდივანმა მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთიც, უდიდესი სავაჭრო პარტნიორი ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყნის - არგენტინის, ბრაზილიისა და პერუსათვის.

XS
SM
MD
LG