Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიშობენ, რომ 90-მდე ადამიანი დაიღუპა ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტთა გემის ჩაძირვის შედეგად


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, სულ ცოტა, 90 ადამიანი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად. ორგანიზაციის 2 თებერვლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიბიის სანაპიროზე იპოვეს 10 ადამიანის, მათ შორის რვა პაკისტანელის, გვამები. კატასტროფას გადაურჩა სამი ადამიანი, რომელთაგან ორმა ნაპირზე გაცურა, ერთი კი მეთევზეებმა იხსნეს. გადარჩენილების თქმით, მათ გემზე მყოფი მიგრანტების უმრავლესობა პაკისტანელები იყვნენ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და უფლებადამცველები ხშირად საუბრობენ მწვავე საფრთხეზე, რომელიც ემუქრება მიგრანტებს, როცა ისინი ხმელთაშუა ზღვის გავლით ცდილობენ ევროპაში მოხვედრას.

XS
SM
MD
LG