Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ჩრდილოეთმა კორეამ 2017 წელს 200 მილიონი დოლარი მიიღო ქვანახშირისა და იარაღის უკანონო ექსპორტით


ჩრდილოეთმა კორეამ 2017 წელს 200 მილიონი დოლარი მიიღო ქვანახშირისა და იარაღის უკანონო ექსპორტით, რომელიც გაეროს სანქციების შემოვლით განხორციელდა. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება გაეროს დამოუკიდებელ მეთვალყურეებზე დაყრდნობით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა ქვანახშირს აწვდიდა რუსეთის, ჩინეთის, მალაიიზიისა და ვიეტნამის პორტებს, იყენებდა რა ყალბ დოკუმენტებს, რომლებშიც რესურსების წარმომავლობის ადგილად ჩინეთი და რუსეთი იყო მითითებული. ავტორთა თქმით, საქმე ეხება 23 შემთხვევას. გაეროს მეთვალყურეთა თანახმად, 2012-2017 წლებში 40-ზე მეტი არადეკლარირებული ტვირთი გაიგზავნა სირიის სამეცნიერო ცენტრში, რომელიც ქიმიური იარაღის შექმნას კურირებს. გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთმა კორეამ ბირმას მიაწოდა „ხმელეთი-ჰაერის“ კლასის ბალისტიკური რაკეტები.

XS
SM
MD
LG