Accessibility links

სირიაში ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი


სირიიდან იტყობინებიან, რომ ჩამოვარდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-25. პილოტმა მოახერხა კატაპულტირება. მეამბოხეთა საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ცნობა მისი სიკვდილის შესახებ. ამის შესახებ იტყობინება კვლევითი ჯგუფი Conflict Intelligence Team. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. მაგრამ მედიასაშუალება „ერბეკას“ ვებსაიტი სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სირიაში ჩამოაგდეს რუსეთის თვითმფრინავი. სირიელი მეამბოხეები ავრცელებენ ვიდეოჩანაწერებს, რომელზეც აღბეჭდილია თვითმფრინავის ჩამოვარდნა, ასევე მისი ნამსხვრევები, რომელზეც მოჩანს რუსეთის ავიაციის სამხედრო ნიშნები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG