Accessibility links

მოსკოვმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის ახალი ბირთვული პოლიტიკა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად გააკრიტიკა დოკუმენტი ახალი ბირთვული პოლიტიკის შესახებ, რომელიც 2 თებერვალს გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტ დონალ ტრამპის ადმინისტრაციამ. სამინისტროს 3 თებერვლის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი „იმედგაცრუებულია“ დოკუმენტით, რომელიც დახასიათებულია, როგორც „კონფრონტაციული“ და „ანტირუსული“. მოსკოვმა განსაკუთრებით გააკრიტიკა იმ იარაღის განვითარება, რომელმაც, მისი თქმით, შეიძლება გაზარდოს ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა და ბირთვული ომი გამოიწვიოს დაბალი ინტენსივობის კონფლიქტებშიც კი. რუსეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი იცავდა ნაკისრ ვალდებულებებს და რომ „თაღლითობაა“ იმის მტკიცება, თითქოს მოსკოვი არ იყოს დაინტერესებული ბირთვული არსენალის შემცირებით.

XS
SM
MD
LG