Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა კიევში ახალი აქცია ჩაატარა პოროშენკოს მოთხოვნით


უკრაინის პარტია „ახალი ძალების რუხის“ ლიდერმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე კვირის პაუზის შემდეგ თავისი მომხრეები უკრაინის დედაქალაქის ცენტრში გაიყვანა მარშზე „მომავლისთვის“.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომა. ორგანიზატორების თანახმად, მასში ათი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ გადაკეტეს გზები კრეშჩატიკისა და მაიდანისკენ, ვინაიდან სააკაშვილის აქციის პარალელურად იქ იმართება სხვა აქციები.

მიტინგზე სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პოროშენკო და გენერალური პროკურორი იური ლუცენკო. მისი თქმით, არდადეგები ორივემ უცხოეთში გაატარა, მაშინ, როცა „გრძელდება ომი დონბასში და უკრაინელების დიდი უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს“.

მიტინგის რეზოლუციაში მონაწილეებმა მოუწოდეს პოროშენკოს, 18 თებერვალს გამოვიდეს მაიდანზე და გამოაცხადოს ნებაყოფლობით გადადგომაზე პრეზიდენტის თანამდებობიდან.

„თუკი ის ახლა თავისი წავა და თავიდან იქნება აცილებული სისხლისღვრა, მას ბევრს აპატიებენ და თავს დაანებებენ. მაგრამ მინდა გავაფრთხილო ის: თუკი იგი განაგრძობს ხალხის რეპრესირებას, მაშინ სასჯელი ძალიან მკაცრი იქნება და მას ხალხის რისხვისგან ვერაფერი იხსნის“, სცენიდან განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

XS
SM
MD
LG