Accessibility links

ტომას ბახი: საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში რეფორმები უნდა გატარდეს


სამხრეთ კორეაში ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის იმ სპორტსმენების მიწვევის თაობაზე გადაწყვეტილება, რომელთა აპელაცია დააკმაყოფილა სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ, რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება მიღებული. ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, ტომას ბახმა განაცხადა პიონჩანში კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ამ საკითხზე რეკომენდაციებს შეადგენს დამოუკიდებელი კომისია.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა დიდი სინანული გამოთქვა სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო. სასამართლომ რეაბილიტაცია გაუკეთა და ოლიმპიადაზე დაუშვა რუსეთის კიდევ 28 ათლეტი. ბახის სიტყვებით, რუსეთის სპორტსმენთა უმეტესობის აპელაციის დაკმაყოფილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში რეფორმების მწვავე აუცილებლობაზე მეტყველებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG