Accessibility links

აშშ-ში მატარებლების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა


ამერიკის შტატ სამხრეთ კაროლინაში ორი ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა მას შემდეგ, რაც სამგზავრო მატარებელი შეეტაკა სატვირთოს ქალაქ კოლამბიასთან. ეს აშშ-ში უკანასკნელ ხანებში მომხდარი მესამე სარკინიგზო კატასტროფაა. მატარებელში, რომელიც მაიამიდან ნიუ-იორკში მიემგზავრებოდა, 139 მგზავრი იმყოფებოდა. ის 2:35-ზე დაეჯახა სატვირთო მატარებელს და ლიანდაგიდან გადავარდა, რასაც, სულ მცირე, მგზავრთა ნახევრის დაშავება მოჰყვა.

XS
SM
MD
LG