Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია 8 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის მოლოდინშია


უცხოელი ტურისტები სტეფანწმინდაში
უცხოელი ტურისტები სტეფანწმინდაში

საქართველოს ტურიზის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში საქართველოს ეწვია 444 241 საერთაშორისო მოგზაური, რაც 14,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 5 თებერვალს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის იანვარში, საქართველოს 24 საათზე მეტი ხნით სტუმრობდა 189 476 უცხოელი ტურისტი და ეს მაჩვენებელი 23%-ით მეტია 2017 წლის იანვრის მონაცემებზე. გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსვლის რაოდენობის ზრდით, იანვარში გამოირჩეოდნენ ჩეხეთი, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ლიტვა. გიორგი ჩოგოვაძის ცნობითვე, განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ქუვეითიდან, საუდის არაბეთიდან და ისრაელიდან. „იანვრის თვის მონაცემები საშუალებას გვაძლევს დარწმუნებით ვთქვათ, რომ 2018 წელს საქართველო ორ ახალ ნიშნულს გადალახავს - პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა გადააჭარბებს 8 მილიონიან ნიშნულს, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 3 მილიარდ აშშ დოლარს" - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ. მისი ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს ეწვია საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტო რაოდენობა, 7 554 936 და წინასწარი მონაცემებით, შემოსავლმა შეადგინა 2,7 მილიარდი აშშ დოლარი, რაც 2016 წელთან შედარებით 586 მილიონი დოლარით მეტია.

XS
SM
MD
LG