Accessibility links

ავღანეთში დააკავეს ქალის ცემაში ეჭვმიტანილები


ავღანეთში დააკავეს 7 მამაკაცი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ქალის ცემაში. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ სოფელში, გასული წლის დეკემბერში მომხდარი ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გასულ კვირაში გავრცელდა სოციალური ქსელებით. ვიდეოჩანაწერის თანახმად, დაჩოქილ ქალს ჯოხით სცემენ. ტახარის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა, სუნატულა ტემორმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს 5 თებერვალს განუცხადა, რომ დაკავებული პირები ქალის ნათესავები არიან, ძალადობის მსხვერპლი კი ამჟამად უსაფრთხო ადგილას იმყოფება. თვითმხილველების ინფორმაციით, 22 წლის ქალის დასჯის ბრძანება გასცეს ადგილობრივმა სასულიერო პირებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ქალმა ქმარს უღალატა, სანამ ის ირანში იმყოფებოდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG