Accessibility links

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ნარკოტიკების ჩადება სამართალდამცავების პროფესიონალიზმისა და ინტელექტის შეურაცხყოფაა. შსს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 4 თებერვალს გამოხატული პოზიციით შეუერთდა კამპანიას #არაჩადებას! "შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ, არა ჩადებას. ამ მესიჯით, პირველ რიგში, ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ ჩადებას. ეს არ არის მეთოდი, რომლის გამოყენებასაც სამინისტრო აპირებს და კამპანიასთან შეერთებით ეს პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირეთ“ - განუცხადა 5 თებერვალს, ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა. მისი თქმით, შსს გეგმავს ამბიციურ რეფორმებს და ამ მიმართულებით აპირებს ბევრი ნაბიჯის გადადგმას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG