Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ იმსჯელა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე


გიორგი კვირიკაშვილის და ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია. ბრიუსელი, 2018 წლის 5 თებერვალი
გიორგი კვირიკაშვილის და ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია. ბრიუსელი, 2018 წლის 5 თებერვალი

ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეოთხე სხდომაზე იმსჯელეს საქართველოში კონფლიქტების მოგვარების გზებსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, კონფლიქტი მოაგვაროს მშვიდობიანი გზებით, მათ შორის,2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მეტი ეფექტურობის მნიშვნელობას.
ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმებების განხორციელების, ახალგორსა და სოხუმში ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნის და ცხინვალის რეგიონის სახელწოდების შესაცვლელად ჩატარებული „რეფერენდუმის“ გამო.

XS
SM
MD
LG