Accessibility links

ოლიმპიურ თამაშებზე არ მიიწვევენ რუს ათლეტებს, ვისაც სასამართლომ გაუუქმა დოპინგის გამო დისკვალიფიკაცია


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 5 თებერვალს გამოაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე არ მიიწვევს რუს ათლეტებსა და მწვრთნელებს, ვისაც სასამართლომ გაუუქმა დოპინგის გამო დისკვალიფიკაცია. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, სულ 28 რუს ათლეტს მოეხსნა სამუდამო ოლიმპიური დისკვალიფიკაცია. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ გააუქმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სანქცია დოპინგის გამოყენების დასასჯელად. სასამართლოს თანახმად, არ არსებობს საკმარისი სამხილები, რომ ათლეტებმა მართლაც ისარგებლეს დოპინგის სახელმწიფო სისტემით 2014 წელს სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს. ამ ვერდიქტის შემდეგ რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ სურს 28 ათლეტიდან 15-ის გაგზავნა პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დანარჩენ რუს სპორტსმენებთან ერთად - ოლიმპიური დროშით და „რუსეთის ოლიმპიური ათლეტების“ სტატუსით. მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 5 თებერვალს გამოაცხადა, რომ თხოვნა უარყო საბჭომ, რომელმაც განიხილა ათლეტების მიწვევის საკითხი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG