Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკი აქტივისტი ცხრაწლიანი პატიმრობის შემდეგ ამბობს, რომ ციხეში აწამებდნენ


უზბეკი ჟურნალისტი და უფლებადამცველი აქტივისტი, დილმუროდ საიიდი, რომელმაც ცხრა წელი დაჰყო პატიმრობაში, ამბობს, რომ ციხეში აწამებდნენ. 56 წლის საიიდი არის ერთ-ერთი იმ, ბევრის შეფასებით, პოლიტიკური პატიმრებიდან, ვინც ციხიდან გამოუშვეს მას შემდეგ, რაც 2016 წელს გარდაიცვალა უზბეკეთის სტაჟიანი ავტოკრატი მმართველი ისლამ ქარიმოვი და პრეზიდენტი გახდა შავკატ მირზოევი. როგორც საიიდმა უთხრა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალ ევროპას, ის ძალიან მადლიერია აქტივისტების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების, ვინც მის გათავისუფლებას მოითხოვდა.

XS
SM
MD
LG