Accessibility links

ბელგრადში გაიმართა აქცია ეროვნული მაუწყებლის „მიკერძოებულობის“ გასაპროტესტებლად


ბელგრადში, სერბიის ეროვნული მაუწყებლის სათავო ოფისთან გაიმართა საპროტესტო აქცია მაუწყებლის ხელმძღვანელთა გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრანტებმა დაგმეს ოპოზიციის მუშაობის, მათი აზრით, მიკერძოებულად, უსამართლოდ გაშუქება ბელგრადში მომავალი თვის ადგილობრივი არჩევნების წინ. დემონსტრანტებს შორის იყვნენ 4 მარტის არჩევნებისათვის დარეგისტრირებული კანდიდატი დრაგან ჯილასი და მისი მხარდამჭერი კოალიციის წარმომადგენლები, ისევე როგორც სერბიის ყოფილი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი და დემოკრატიული პარტიის ლიდერი დრაგან სუტანოვაჩი. ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სერბიაში მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო.

XS
SM
MD
LG