Accessibility links

რომის პაპმა ვატიკანში მიიღო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი


რომის პაპმა ფრანცისკემ 5 თებერვალს ვატიკანში მიიღო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. შეხვედრა გაიმართა უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფონზე, რომის ცენტრის დიდ ნაწილში აიკრძალა საპროტესტო აქციები. მაგრამ ქურთებმა სანქცირებული დემონსტრაცია ჩაატარეს ვატიკანის მახლობლად. ერდოანის ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმაციით, საუბრის თემებს შორის იყო იერუსალიმის სტატუსი, თურქეთ-ვატიკანის ურთიერთობა, სირია, მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი, ტერორიზმი და ისლამოფობია. ერდოანი არის ბოლო 59 წელიწადში თურქეთის პირველი ლიდერი, რომელიც ვატიკანს ესტუმრა. ფრანცისკესა და ერდოანის ბოლო შეხვედრა გაიმართა 2014 წელს, თურქეთში პაპის ვიზიტისას. მას შემდეგ, 2016 წლის დეკემბერში, მათ ტელეფონით ისაუბრეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG