Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბია და ჩერნოგორია შესაძლოა, 2025 წელს მიიღონ ევროკავშირში


ბრიუსელი, 2017 წლის 18 დეკემბერი: ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი (ცენტრში) დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ლიდერებთან ერთად
ბრიუსელი, 2017 წლის 18 დეკემბერი: ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი (ცენტრში) დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ლიდერებთან ერთად

სერბია და ჩერნოგორია შესაძლოა, 2025 წლისთვის მზად იყვნენ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. ამის შესახებ ნათქვამია დასავლეთ ბალკანეთის მიმართ ევროკომისიის სტრატეგიის პროექტში, რომელსაც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გაეცნო. ამასთან, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რეგიონის დანარჩენი ოთხი ქვეყნის - ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოსა და მაკედონიის - გაწევრიანების შესაძლო ვადებზე. სტრატეგიის საბოლოო პროექტით, რომელიც 6 თებერვალს უნდა გასაჯაროვდეს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებმა უკვე წინ წაიწია ჩერნოგორიისა და სერბიის შემთხვევებში. „ძლიერი პოლიტიკური ნების, რეალური და მდგრადი რეფორმებისა და მეზობლებთან უთანხმოების საბოლოოდ მოგვარების პირობებში, მათ პოტენციურად შეუძლიათ მზად იყვნენ 2025 წელს გაწევრიანების პერსპექტივისათვის“, ნათქვამია დოკუმენტში. ტექსტის წინა ვერსიაში ეწერა, რომ ალბანეთი და მაკედონია შეძლებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას 2019 წლის ბოლოდან, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინა - 2023 წლიდან.

XS
SM
MD
LG