Accessibility links

პოლონეთის პრეზიდენტი დუდა აცხადებს, რომ ხელს მოაწერს კანონპროექტს ჰოლოკოსტის შესახებ


პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა აცხადებს, რომ ხელს მოაწერს კამათის საგნად ქცეულ კანონპროექტს ჰოლოკოსტის შესახებ, მიუხედავად პროტესტისა ისრაელის, აშშ-ის და უკრაინის მხრიდან. ეს ზომა სასჯელის მაქსიმალურ ზომად სამ წელიწადს აწესებს პოლონეთის ტერიტორიაზე ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების "პოლონეთის საკონცენტრაციო ბანაკებად" მოხსენიების, ან "საჯაროდ, ფაქტების საწინააღმდეგოდ" იმის განცხადებისთვის, რომ პოლონელი ერი, თუ სახელმწიფო მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელებულ გენოციდში. პოლონეთის მემარჯვენე მთავრობა აცხადებს, რომ კანონი აუცილებელია პოლონელების, როგორც ნაცისტური აგრესიის მსხვერპლის, რეპუტაციის დასაცავად. ამასთან, დუდა აცხადებს, რომ ამ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოს გაუგზავნის განმარტებისთვის, რამდენად შეესაბამება ის სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონებს. სავარაუდოდ, ეს განმარტება კანონის ძალაში შესვლის შემდეგ გავრცელდება. ისრაელმა შეშფოთება გამოთქვა - რომ ამ კანონით აიკრძალება სწორი განცხადებები იმ როლის შესახებ, რომელიც ზოგიერთმა პოლონელმა შეასრულა ნაცისტების მიერ ჩადენილ დანაშაულებში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჰეზერ ნაუერტმა 31 იანვარს განაცხადა, რომ ვაშინგტონი "შეშფოთებულია იმ შედეგების თაობაზე, რომელიც განხორციელების შემთხვევაში ამ პროექტს შეიძლება მოჰყვეს პოლონეთის სტრატეგიული ინტერესების და კავშირებისთვის - მათ შორის აშშ-სთან და ისრაელთან".

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG