Accessibility links

აშშ: „მშვიდობიან ქვეყნებს“ საფრთხეს უქმნის რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალის ზრდა


განიარაღების საკითხებში აშშ-ის წარმომადგენლის, რობერტ ვუდის განცხადებით, რუსეთი, ჩრდილოეთი კორეა და ჩინეთი ზრდიან თავიანთ ბირთვულ არსენალს და ამით „საფრთხეს უქმნიან სხვა მშვიდობიან სახელმწიფოებს“. ეს მოსაზრება ვუდმა გამოთქვა ჟენევაში, განიარაღების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. როგორც საინფორმაციო სააგენტო როიტერსი იუწყება, ვუდის ინფორმაციით, ჩრდილოეთმა კორეამ შესაძლოა რამდენიმე თვეში მოიპოვოს აშშ-ზე ბირთვული იარაღით თავდასხმის შესაძლებლობა. პენტაგონმა თებერვალის დასაწყისში გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი ბირთვული სტრატეგია. მასში ნათქვამია, რომ აშშ-ს არ სურს რუსეთისა და ჩინეთის ჩათვლა თავის მოწინააღმდეგეებად, მაგრამ კრემლი არღვევს რამდენიმე ხელშეკრულებას შეიარაღების კონტროლის შესახებ. ახალი დოქტრინის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია აშშ-ის ბირთვული პოტენციალის მოდერნიზაცია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG