Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის შეხვედრა


პოლ რაიანი და ირაკლი კობახიძე. ვაშინგტონი, 2018 წლის 7 თებერვალი
პოლ რაიანი და ირაკლი კობახიძე. ვაშინგტონი, 2018 წლის 7 თებერვალი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, პოლ რაიანს. „შედგა საინტერესო დისკუსია ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობისა და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის თაობაზე“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პოლ რაიანთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში შეერთებული შტატების განსაკუთრებულ წვლილს და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი სათანადოდ აფასებს ამ მხარდაჭერას. თავის მხრივ, პოლ რაიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა და მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, აშშ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პოლ რაიანმა ირაკლი კობახიძე მიიწვია “National Prayer Breakfast“-ზე, რომელიც 8 თებერვალს, ვაშინგტონში გაიმართება. ტრადიციულ საერთაშორისო ღონისძიებაზე, აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევით, ასზე მეტი ქვეყნის ლიდერები ისაუბრებენ თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.

XS
SM
MD
LG