Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ამზადებს ახალ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ


მაიკ პენსი და სინძო აბე. ტოკიო, 2018 წლის 7 თებერვალი
მაიკ პენსი და სინძო აბე. ტოკიო, 2018 წლის 7 თებერვალი

ტოკიოში გაიმართა იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მოლაპარაკება. მისი დასრულების შემდეგ, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამზადებს მკაცრი ეკონომიკური სანქციების ახალ პაკეტს, რათა ჩრდილოეთ კორეა აიძულოს, შეწყვიტოს სარაკეტო-ბირთვული პროგრამა. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ და იაპონია არ დაუშვებენ, რომ ფხენიანმა მოახლოებული ოლიმპიადის დროშის მიღმა დამალოს რეალობა, რომელიც ადამიანებს მონებად აქცევს და მთელ რეგიონს ემუქრება. ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს სამხრეთ კორეაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.

XS
SM
MD
LG