Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა განიხილეს სირიაში შექმნილი ვითარება


რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ვლადიმირ პუტინი. სოჭი, 2017 წლის 13 ნოემბერი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ვლადიმირ პუტინი. სოჭი, 2017 წლის 13 ნოემბერი

სატელეფონო საუბარი გაიმართა რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის. კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე 8 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის და თურქეთის შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები გააძლიერებენ კოორდინირებულ მოქმედებებს სირიაში ზავის დამრღვევი ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ. კრემლის ცნობითვე, პუტინმა და ერდოანმა ხაზი გაუსვეს სირიაში დეესკალაციის ზონების შექმნის შესახებ ასტანაში მიღწეული შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას და დაადასტურეს, რომ სირიაში შექმნილი ვითარება პოლიტიკური გზებით, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე უნდა მოგვარდეს. ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი შეთანხმდნენ, რომ სირიის მიმართულებით გაგრძელდება რუსეთის, თურქეთის და ირანის ერთობლივი მუშაობა.

XS
SM
MD
LG