Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო რუს სპორტსმენებზე გადაწყვეტილებას მიიღებს თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე


სპორტის საერთაშორისო სასამართლო (CAS) აცხადებს, რომ ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე გახდება ცნობილი გადაწყვეტილება იმ რუსი სპორტსმენების საჩივარზე, რომლებიც ითხოვენ დაშვებას სამხრეთი კორეის ოლიმპიურ თამაშებზე. სასამართლოს ცნობით, გადაწყვეტილება გამოცხადდება 9 თებერვალს, ადგილობრივი დროით დილის 11 საათზე, ცხრა საათით ადრე ცერემონიის დაწყებამდა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დეკემბერში აუკრძალა რუსეთს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ერთიანი გუნდის სახით მონაწილეობა - კომიტეტმა ამის მიზეზად დაასახელა 2014 წლის სოჭის თამაშებზე ანტისადოპინგო სისტემის "უპრეცედენტო, სისტემური მანიპულაცია". საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს რამდენიმე რუსი სპორტსმენის საჩივარს, მას შემდეგ, რაც ოლიმპიურმა კომიტეტმა ფრთხილად შერჩეული 169 რუსი სპორტსმენი მიიწვია პიონჩანში, რათა მათ იქ დამოუკიდებელი სპორტსმენების სტატუსით ეასპარეზათ. რუსეთის ათლეტებს მკაცრად შეამოწმებენ დოპინგზე, ისინი იასპარეზებენ ნეიტრალური დროშით და სტატუსით "ოლიმპიური ათლეტი რუსეთიდან".

XS
SM
MD
LG