Accessibility links

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ორი წლის ბიუჯეტი


აშშ-ის სენატმა 71 ხმით 28-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ბიუჯეტის პროექტს, რომლის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში კიდევ 300 მილიარდი დოლარით გაიზრდება დასაშვები სახელმწიფო ხარჯების ლიმიტი. ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად გაეგზავნა კონგრესის წარმომადგენელთა პალატას. მისი მხარდაჭერის შემთხვევაში, მუშაობას განაახლებენ სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც ბოლო სამი კვირის განმავლობაში მეორედ აღმოჩნდნენ ე.წ. შათდაუნის მდგომარეობაში. 8 თებერვალს ამოიწურა კონგრესის მიერ მიღებული დროებითი ბიუჯეტის მოქმედების ვადა და 9 თებერვლიდან ფედერალური დაწესებულებები იძულებულნი გახდნენ მუშაობა შეეჩერებინათ. ბიუჯეტის მიღების პროცესი გაჭიანურდა სახელმწიფო ხარჯების გაზრდის გამო, რასაც არ ეთანხმებიან როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კანონმდებლები.

XS
SM
MD
LG