Accessibility links

სამხრეთ კორეაში ოფიციალურად გაიხსნა ზამთრის ოლიმპიური თამაშები


ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების დროშები. პიონჩანი, 2018 წლის 9 თებერვალი

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანში ოფიციალურად გაიხსნა ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშები, რომელშიც 92 ქვეყანა მონაწილეობს. მათგან 6 პირველად. ეს ქვეყნებია: კოსოვო, მალაიზია, ნიგერია, სინგაპური, ეკვადორი და ერითრეა. ზამთრის თამაშებში ოლიმპიური დროშით მონაწილეობენ რუსი სპორტსმენები. მათ ეროვნული დროშით ასპარეზობა აეკრძალათ რუსეთში დოპინგის მასობრივად გამოყენების გამო. ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენები 15 სახეობაში, 102 მედლისთვის იბრძოლებენ. საქართველოს სახელით იასპარეზებენ სამთო მოთხილამურეები, იასონ აბრამიშვილი და ნინო წიკლაური, მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოციგავე გიორგი სოგოიანი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG