Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის წარმომადგენელი: 'სხვა საკითხებზე" მოლაპარაკებამდე ბირთვული შეთანხმების სტატუსი უნდა გამყარდეს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აბას არაყჩი აცხადებს, რომ დასავლეთმა, პირველ რიგში, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების წარმატება უნდა უზრუნველყოს, და ირანი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მოლაპარაკებას ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. არაყჩი ამ განცხადებებით გამოვიდა პარიზში გამართულ კონფერენციაზე, 8 თებერვალს - მისი თქმით, ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორებიცაა თეირანის რეგიონული ნაბიჯები და მისი სარაკეტო პროგრამა, წარმატების მიღწევის პირობაა იმ ბირთვული შეთანხმების დაცვა, რომლისგანაც აშშ გასვლით იმუქრება. "ახლა ირანს სთხოვენ სხვა საკითხებზეც ჩაერთოს დისკუსიებში. ჩვენი პასუხი მკაფიოა: უზრუნველყავით [ბირთვული შეთანმების] წარმატება და სხვა საკითხები შემდეგ განვიხილოთ" - განაცხადა მან. არაყჩიმ "დესტრუქციული" უწოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკას ირანის მიმართ და თქვა, რომ ეს პოლიტიკა არღვევს პირობებს, რომლებიც ბირთვულ შეთანხმებაშია გათვალისწინებული, ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას, აშშ-ს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ჩინეთსა და რუსეთს შორის. არაყჩიმ უარყო ბრალდებები, რომ თეირანის ნაბიჯები რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს და აშშ-ს, ისრაელს და საუდის არაბეთს დასდო ბრალი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გაზრდაში. "ჩვენ ყოველთვის ტერორიზმის წინააღმდეგ ვიბრძოდით. ირანი მთავარ როლს თამაშობდა რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის დამყარების პროცესში ... ამ შეთანხმებასა და რეგიონში ჩვენს როლს შორის კავშირი არ არის" - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

XS
SM
MD
LG