Accessibility links

პოლიცია ნავალნის შტაბში შევიდა ნოვოსიბირსკში


ამომრჩეველთა გაფიცვის მომხრეთა აქცია

ნოვოსიბირსკის პოლიცია მივიდა ალექსეი ნავალნის შტაბში, გავრცელებული ინფორმაციით, სააგიტაციო ფურცლების ამოსაღებად. საიტ "ციმბირ.რეალიის" ცნობით, მანამდე პოლიციამ ვლადივოსტოკში სცადა ნავალნის შტაბში ძალით შესვლა. იანვრის ბოლოს პოლიცამ ვლადივოსტოკის შტაბის რამდენიმე მოხალისე დააკავა. მათზე შეადგინეს ოქმი, "საჯარო აქციის ორგანიზების დადგენილი წესის დარღვევის" გამო. ალექსეი ნავალნის მომხრეები რუსეთის მასშტაბით მართავენ აქციას ამომრჩეველთა გაფიცვის მოწოდებით. ისინი უარს ამბობენ მონაწილეობა მიიღო 18 მარტის პრეზიდენტის არჩევნებში, რადგან მათ კანდიდატ ალექსეი ნავალნის უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG