Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონს


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის შესახებ კანონს, რითაც დასრულდა ე.წ. "შათდაუნი", რომელშიც სახელმწიფო დაწესებულებები მცირე ხნის განმავლობაში აღმოჩნდნენ. „სულ ახლახანს მოვაწერე ხელი კანონს. ჩვენი არმია კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამხედროები და ვაძლევთ მათ ყველაფერს და კიდევ უფრო მეტს. ეს პირველად ხდება დიდი ხნის შემდეგ. ეს ასევე ნიშნავს სამუშაოს, სამუშაოს, სამუშაოს“, - დაწერა ტვიტერზე დონალდ ტრამპმა. მანამდე მნიშვნელოვან საფინანსო დოკუმენტს კონგრესმა დაუჭირა მხარი 240 ხმით, 186-ის წინააღმდეგ. ახალი ბიუჯეტის კანონის თანახმად, 300 მილიარდი დოლარით გაიზრდება დასაშვები სახელმწიფო ხარჯების ლიმიტი.

XS
SM
MD
LG