Accessibility links

სამხრეთ კორეაში, პიონჩანში ორსაათიანი საზეიმო ცერემონიით გაიხსნა ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშები. იუწყებიან, რომ ცერემონიას ესწრებოდა 35 000-მდე პირი, სახელმწიფოების მეთაურების ჩათვლით. ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ უარი უთხრა 45 რუსი ათლეტის აპელაციას - სპორტსმენები თამაშებზე მათ არდაშვებას აპროტესტებდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილების ფონია დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე სკანდალი დოპინგის შესახებ, რის გამოც რუს სპორტსმენებს აეკრძალათ თამაშებში მონაწილეობა, თუმცა 169 ათლეტს ნება დართეს დამოუკიდებელი სტატუსით ეასპარეზათ.

რუსმა სპორტსმენებმა გახსნის ცერემონიაზე ჩაიარეს სტატუსით "ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან", მათ ემოსათ გრძელი ნაცრისფერი მოსაცმელები და თეთრი ქუდები. რუს სპორტსმენებს წინ მიუძღოდა სამხრეთ კორეელი მოხალისე, ხელში ოლიმპიური დროშით. პარალელურად, პიონჩანის თამაშებზე იკვეთება გარკვეული დათბობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეებს შორის. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩჟე ინმა თამაშები გახსნილად მას მერე გამოაცხადა, რაც ორჯერ ჩამოართვა ხელი კიმ იო ჩჟონს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დას, რომელიც პირველად ჩავიდა სამხრეთ კორეაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG