Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: დასავლეთი მალე დაიღლება მის მიერვე დაწესებული სანქციებით


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ბიზნესების ლიდერებს უთხრა, ვფიქრობ, დასავლეთის ქვეყნები მალე დაიღლებიან მათ მიერ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციებით და ურთიერთობები გაუმჯობესდებაო. პუტინი ამ განცხადებებით გამოვიდა 9 თებერვალს, დახურულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა კავშირის გავლენიანი წარმომადგენლები. რუსეთის სააგენტოები ავრცელებენ დასავლეთის სანქციების შესახებ პუტინის სიტყვებს, "ვფიქრობ, ისინი, ვინც ამას აკეთებს, მალე თავადვე დაიღლებიან და.. იმედი მაქვს ჩვენ ურთიერთობის ნორმალიზებისკენ წავალთო". პუტინის განცხადებები რამდენიმე კვირით უსწრებს რუსეთში 18 მარტს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც, ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, პუტინი მორიგ გამარჯვებას მოიპოვებს - თუმცა, როგორც იუწყებიან, მას სურს ამომრჩევლის აქტივობა მაღალი იყოს. რუსეთის ელიტაში იზრდება შეშფოთება სანქციების გამო, რომლებმაც გავლენა იქონია რუსეთის ეკონომიკაზე და გაართულა დასავლეთთან სავაჭრო და ბიზნეს კავშირები. აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს ყირიმის ანექსირების და აღმოსავლეთ უკრაინის ომში შესრულებული როლის გამო.

XS
SM
MD
LG