Accessibility links

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფხენიანში მიიპატიჟა


კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, სახრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯაე ინი ახლო მომავალში ფხენიანში მიიპატიჟა. ამის თაობაზე იტყობინება მუნის ოფისი. შესაბამისად, შესაძლებელია, ორი კორეის ლიდერები ბოლო ათ წელიწადში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ამავე ცნობით, კიმის დამ, კიმ იო ჩენმა, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ესწრება სამხრეთ კორეაში, ძმის პირადი მიწვევა გადასცა მუნს პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში, „ლურჯ სახლში“ მასთან შეხვედრისას. ურთიერთობათა დათბობა, რომელიც უკავშირდება ზამთრის თამაშებს სამხრეთ კორეაში, შესაძლებელი გახდა მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ შარშან დააჩქარა თავისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამები. მუნმა კიმის მიპატიჟების საპასუხოდ განაცხადა, „შევქმნათ პირობები, რათა ეს მოხდესო“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG