Accessibility links

ისრაელმა სირიაში სირიის და ირანის ობიექტებს დაარტყა, ჩამოვარდა ისრაელის F-16


ისრაელის უშიშროების ძალები ისრაელის სამხედრო თვითმფრინავის F-16-ის ნამსხვრევებს იკვლევენ სოფელ ჰარდუფთან

ისრაელის არმიის ცნობით, 10 თებერვალს მან სირიის ტერიტორიაზე დარტყმა მიაყენა ამ ქვეყნის და ირანის 12 ობიექტს და „ფართო მასშტაბიანი“ იერიში უწოდა აქციას, რომელიც მოჰყვა დილით ცეცხლის გაცვლას. ”რამდენიმე წუთის წინ ისრაელის ავიაციამ სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემას და ირანის ობიექტებს სირიაში დარტყმა მიაყენა“, განაცხადა არმიამ, რომლის თანახმად, იერიში მიტანილ იქნა 12 ობიექტზე, სხვათა შორის, სამ საჰაერო თავდაცვის ბატარეაზე და ირანის ოთხ ობიექტზე, რომლებიც სირიაში ირანის სამხედრო მონაწილეობის ნაწილს წარმოადგენენ. განცხადების თანახმად, „იერიშის დროს, ისრაელის მიმართულებით გატყორცნილ იქნა ანტისაზენიტო რაკეტები და გამოწვეული განგაშის ხმა ისრაელის ჩრდილოეთში ისმოდა. სირიის სააგენტო "სანას" თანახმად, სირიის საჰაერო თავდაცვამ პასუხი გასცა „ისრაელის ახალ აგრესიას“. სირიის არმიის ცნობით, „ისრაელელმა მტერმა გააგრძელა აგრესია ზოგიერთი სამხედრო პოზიციის მიმართ ქვეყნის სამხრეთში, რაზეც ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ პასუხი გასცა და იერიში მოიგერია“. ათ თებერვალს, დილით, სირის საჰაერო თავდაცვის მიერ ცეცხლის დასენისას ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, როცა ირანის ობიექტებს ესხმოდა თავს სირიის ტერიტორიაზე, განაცხადა ისრაელის არმიის წარმომადგენელმა. დაპირისპირება მტრულ ქვეყნებს, ირანს და ისრაელს შორის, ყველაზე სერიოზულია შვიდი წლის წინ სირიის ომის დაწყების შემდეგ.

XS
SM
MD
LG