Accessibility links

სტოკჰოლმის ტერაქტის მომწყობი ტაჯიკეთში ისლამურ სახელმწიფოსთან იყო კავშირში


რადიო თავისუფლების უზბეკური და ტაჯიკური რედაქციების მიერ, შვედეთის ახალი ამბების სააგენტოსთან ერთად წარმოებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პირი რომელმაც, თავისი აღიარებით, 2017 წლის აპრილში, სტოკჰოლმში, სატვირთო მანქანით მოაწყო თავდასხმა, ტაჯიკეთში, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს შეიარაღებულ პირებთან იყო კავშირში. სტოკჰოლმში მოწყობილ ტერაქტში ეჭვმიტანილი, შვედეთში თავშესაფრის ყოფილი მაძიებელი, 39 წლის უზბეკი, რახმატ აკილოვი, პირდაპირ კონტაქტში იყო ტაჯიკეტში ისლამურ სახელმწიფოსთან, აცხადებენ ჟურნალისტები. აკილოვმა სატვირთო ავტომანქანა შეაჯახა ფეხით მოსიარულეებს სტოკჰოლში და ხუთი ადამიანი მოკლა. ისლამურ სახელმწიფოს შვედეთში თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა არ უკისრია. ჩვენს რადიოს, ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რამაზონ რაჰიმზოდამ უთხრა, რომ მას შვედეთიდან არავინ დაკავშირებია ამ საქმის თაობაზე.

XS
SM
MD
LG