Accessibility links

ესტონეთმა და რუსეთმა გასამართლებული ჯაშუშები გაცვალეს


ესტონელი ბიზნესმენი რაივო სუსი

პრეზიდენტების მიერ შეწყალების შემდეგ ესტონეთმა და რუსეთმა გაცვალეს ორი ჯაშუში, იტყობინება ესტონეთის ხელისუფლება. ცნობით, 10 თებერვალს ესტონელი ბიზნესმენი, რაივო სუსი გაცვალეს რუსეთის მოქალაქე ერტიომ ზინჩენკოზე. გაცვლა მოხდა სამხრეთ ესტონეთში, კოიდულის გამშვებ პუნქტზე. რუსეთში, სუსის, 2017 წელს, 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშური საქმიანობისთვის 2004-2007 წლებში. ზინჩენკო ტალინში გაასამართლეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის,„გე-ერ-უ“-ს დავალებით ჯაშუშობისთვის ესტონეთში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG