Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეტანიაჰუ: ისრაელის იერიშმა „სერიოზული დარტმები“ მიაყენა ირანს და სირიას


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის არმიამ „სერიოზული დარტყმები“ მიაყენა ირანის და სირიის ძალებს, როცა საჰაერო თავდასხმები მოაწყო სირიის ტერიტორიაზე. ნეტანიაჰუმ 11 თებერვალს კაბინეტს უთხრა, რომ ისრაელმა „მკაფიოდ განმარტა“, მასზე ყოველგვარი თავდასხმის მცდელობას პასუხს გასცემს. 10 თებერვალს ისრაელმა იერიში განახორციელ მას მერე, რაც, ისრაელის არმიის თანახმად, მისმა შვეულმფრენმა ჩამოაგდო ირანის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ისრაელის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ისრაელის თანახმად, მან იერიში მიიტანა ირანის და სირიის ობიექტებზე, რის დროსაც ჩამოაგდეს ისრაელის F-16. ისრაელი აცხადებს, რომ განახორციელა მეორე თავდასხმა ირანის და სირიის ობიექტებზე.სირიამ დაადასტურა მის ობიექტებზე თავდასხმა, მაგრამ უარყო უპილოტო საფრენი აპარატის ისრაელის საჰაერო სივრცეში შეჭრა. თეირანმა უარყო ისრაელის ვერსია და მას "სასაცილო" და "სიცრუე" უწოდა, განაცხადა რა, რომ სირიას აქვს უფლება, დაიცვას თავი. ისრაელის თვითმფრინავებს ადრე დაუბომბავთ სირიის ობოექტები.

XS
SM
MD
LG