Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: გარემოს დაცვის ირანული წარმოშობის კანადელმა აქტივისტმა ციხეში თავი მოიკლა


 თეირანის პროკურორი აბას ჯაფარი- დოლათაბადი
თეირანის პროკურორი აბას ჯაფარი- დოლათაბადი

თეირანის პროკურორმა განაცხადა, რომ ირანული წარმოშობის კანადელმა აქტივისტმა, რომელიც დაპატიმრებული იყო „ჯაშუშობის საქმის“ გამო, საპატიმროში, თეირანში, თავი მოიკლა. „ქავუს სეიედ-ემამი ერთ-ერთი იყო, ვინც ჯაშუშობის საქმეში გადიოდა და სამწუხაროდ, თავი მოიკლა მას მერე, რაც ბევრმა მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა“, განაცხადა თეირანის პროკურორმა, აბას ჯაფარი-დოლათაბადიმ 11 თებერვალს. სეიედ-ემამი, ბუნების დაცვის აქტივისტი და სოციოლოგიის პროფესორი იყო ირანის იმამ სადეღის უნივერსიტეტში. ის 24 იანვარს დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG