Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი რუს ხალხს უსამძიმრებენ


AN-148-ის ჩამოვარდნის ადგილი
AN-148-ის ჩამოვარდნის ადგილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა 11 თებერვალს რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად 71 ადამიანის დაღუპვის გამო. „საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ და ვუთანაგრძნობ რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ განსაცდელისას გამძლეობას ვუსურვებ მათ“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ წერილში.

რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. „ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

რუსეთის დედაქალაქის მახლობლად 11 თებერვალს აფრენიდან მალევე ჩამოვარდა ან-148-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 71 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი ბავშვია. თვითმფრინავი ასრულებდა შიდა რეისს და მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან ორსკში უნდა გაფრენილიყო. სარატოვის ავიახაზების თვითმფრინავი რადარიდან გაქრა აფრენიდან მალევე და სოფელ არგუნოვოსთან ჩამოვარდა, მოსკოვიდან 80 კილომეტრში.

XS
SM
MD
LG