Accessibility links

ოლიმპიადამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის მოლაპარაკებებს


ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჩჟონი და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე

სამხრეთ კორეაში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა განაცხადა, რომ გაჩნდა ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა. „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე შედგა პენსის სამშობლოში დაბრუნებისას, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა იმ მოლაპარაკებების ფონზე, რომლებიც სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან მუნ ჩჟე ინთან გაიმართა. პენსის თანახმად, სამხრეთი კორეა და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის ერთობლივ პირობებზე. „თავიდან მოლაპარაკებებს სამხრეთ კორეა დაიწყებს, შემდეგ კი პროცესში პოტენციურად ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაერთვება“. მაიკ პენსი აცხადებს, რომ დიპლომატიური ჩარჩოები ასეთია - ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ კიმ ჩენ ინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს მანამ, სანამ ჩრდილოეთი კორეა არ გადადგამს სერიოზულ ნაბიჯებს დენუკლეარიზაციის მიმართულებით. თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს იქამდე, ვიდრე რეჟიმზე ზეწოლა გრძელდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG