Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილს საექსტრადიციო გამოკითხვაზე იბარებენ


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

კიევის პროკურატურა 12 თებერვალს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გამოკითხვისთვის იბარებს. საქმე შეეხება საექსტრადიციო შემოწმებას, რომელსაც უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით გასულ წელს მიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვა. 2018 წლის 3 იანვარს კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ახალი ძალების რუხის“ ლიდერის სასარჩელო განცხადება მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 16 თებერვალს უმაღლესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციული სასამართლო განიხილავს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების კანონიერებას, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

XS
SM
MD
LG