Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიას სასამართლოში უჩივის ატენის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი


ატენის ქუჩის მოსახლეობის ნაწილის აქცია თბილისის მერიასთან, 2018 წლის 1 თებერვალი
ატენის ქუჩის მოსახლეობის ნაწილის აქცია თბილისის მერიასთან, 2018 წლის 1 თებერვალი

ატენის ქუჩის მოსახლეობის ნაწილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა თბილისის მერიის წინააღმდეგ. მოსახლეობა ითხოვს გაუქმდეს ამ ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა. როგორც მედიას მომჩივანთა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა, სარჩელში წარდგენილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმად, აღნიშნული კორპუსის მშენებლობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. „სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ან მოსახლეობის სასარგებლოდ, ან მათი კონსტიტუციური უფლებების, საკუთრების და სიცოცხლის უფლების სასარგებლოდ, ან კერძო ინვესტორის და მერიის უკანონო ქმედებების სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს“, - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. თბილისის მერი, კახა კალაძე კი ამბობს, რომ მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება: „ერთხელ უკვე იყო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც მცხოვრებლებმა წააგეს და კოეფიციენტი, რომელიც იყო წარმოდგენილი, ძალაში დატოვა სასამართლომ. ასე რომ, დაველოდოთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ატენის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსს „ამხანაგობა ატენი - 19“ აშენებს. ატენის ქუჩის მოსახლეობის მეორე ნაწილი მშენებლობას კანონიერად მიიჩნევს და სამშენებლო პროცესის გაგრძელებას ითხოვს.

XS
SM
MD
LG