Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტების მრჩევლებმა განიხილეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები


ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველმა ჰერბერტ მაკმასტერმა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სპეციალურმა მრჩეველმა იბრაჰიმ კალინმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და იმსჯელეს ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გზების გაფართოებაზე - ნათქვამიათურქეთისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 11 თებერვალს სტამბულში გამართული შეხვედრის შედეგებს ასახავს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაკმასტერმა და კალინმა ასევე „გაცვალეს მოსაზრებები ამერიკა-თურქეთის, როგორც ძველი მოკავშირეების ურთიერთობებისა და მათი საერთო სტრატეგიული ამოცანებისა და რეგიონული მოვლენების შესახებ“. თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი აშშ-ის მიერ სირიაში მებრძოლი ქურთების მხარდაჭერის შესახებ, რაც ნატო-აშშ-სა და თურქეთს შორის უთანხმოების მიზეზს წარმოადგენს. ჰერბერტ მაკმასტერის ვიზიტი წინ უსწრებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის ახლოაღმოსავლურ ტურნეს. ხუთდღიანი ტურნე 11 თებერვალს კაიროში დაიწყო და გაგრძელდება თურქეთში, იორდანიაში, ლიბანსა და კუვეიტში.

XS
SM
MD
LG