Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“


 გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

12-13 თებერვალს თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“, რომელიც ეკლესიაში შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს ეძღვნება. კონფერენცია მუშაობს სამ სექციად: რელიგია და მეცნიერება, ეკლესია და სახელმწიფო, რელიგიური წინამძღოლი და საზოგადოება. კონფერენციის ორგანიზატორების თანახმად, საკითხები ინსტიტუციური სეკულარიზმის კონტექსტში განიხილება. საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან საპატრიარქოსთან არსებული „ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი“ და საქართველოს მთავრობა. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტოლერანტობის ისტორიული ტრადიციის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში განსაკუთრებულად გამოყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წვლილი. მისი თქმით, სრულიად ბუნებრივია, რომ სამეცნიერო კონფერენცია და დისკუსიები ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება, საქართველოში იმართება.

XS
SM
MD
LG