Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სერგეენკო: წნევას საქართველოში სიმპტომურად მკურნალობენ


დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

საქართველოში გამოვლინდა წარმოუდგენელი რაოდენობის არტერიული წნევის დამწევი ხანმოკლე მოქმედების მედიკამენტების მოხმარება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 12 თებერვალს, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე. „ეს ნიშნავს, რომ წნევას, სამწუხაროდ, საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი მკურნალობს სიმპტომურად, ისევე, როგორც - სიცხეს: მოუმატებს, მიიღებს მედიკამენტს, არ მოუმატებს - არ მიიღებს“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ჭრილში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არსებულ ყველაზე დიდ გამოწვევებზე საუბრისას. ამავე ჩამონათვალში დასახელდა მეორე ტიპის დიაბეტის მართვა: „პიკური მოთხოვნა იყო ამ დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე“. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც 2017 წლის ივლისში დაიწყო, ფარავს გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკულ და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებსა და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპს. ჯანდაცვის სამინისტროს თავდაპირველი პროგნოზით, 150-200 ათას ადამიანს უნდა ესარგებლა. პროგრამის ბენეფიციარებად ითვლებიან სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს.

XS
SM
MD
LG