Accessibility links

თვითმფრინავი, რომელმაც რუსეთში კატასტროფა განიცადა, მიწაზე ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქდა


რუსეთის თვითმფრინავი, რომელმაც კვირას კატასტროფა განიცადა, არ ყოფილა ტექნიკურად გაუმართავი და მიწაზე ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქდა. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ფედერალური საგამოძიებო კომიტეტის 12 თებერვალის განცხადებაში. ავიაკატასტროფამ ბორტზე მყოფი 71-ვე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. "სარატოვის ავიახაზების" ან-148 თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა 11 თებერვალს, მოსკოვში დომოდედოვის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ცოტა ხანში მოხდა. ოფიციალურ პირებს არ გამოუცხადებიათ მომხდარის სავარაუდო მიზეზი, თუმცა მიანიშნებენ, რომ სავარაუდოდ არ მიაჩნიათ ტერაქტის ვერსია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG