Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის დაკავებაში 20-ზე მეტი პირი მონაწილეობდა


მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ განაცხადა მისმა პრესმიდვანმა დარინა ჩიჟმა. დაკავების ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუკის“ გვერდზე. სააგენტო “strana.ua”აღნიშნული გვერდის მომხმარებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს, რომ სპეცრაზემელებს ეცვათ ქურთუკები წარწერით "ДПСУ" - მესაზღვრეები. იგივე სააგენტო რესტორან „სულუგუნის“ მიმტანი ქალის მონათხრობს ავრცელებს: „ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, სულ რაღაც ორიოდე წუთში. დაახლოებით 25 ადამიანი შემოვარდა, დაცვა იატაკზე დასვეს, რესტორნის მთავარ შესასვლელთან, ნაწილი კი ზემოდან შევიდა, მეორე სართულზე მდებარე მაგიდასთან, სადაც სააკაშვილი იჯდა. მიზანმიმართულად მისკენ მიიწევდნენ. მას ხელები ამოუგრიხეს და გაიყვანეს სათადარიგო გასასვლელიდან. სხვა არავინ დაუკავებიათ. ამ დროს რესტორანში სხვა სხვა მომხმარებლებიც იყვნენ. ყველას ძალიან შეეშინდა“, - უთქვამს მიმტან ქალს strana.ua-სთვის.

XS
SM
MD
LG