Accessibility links

უკრაინა: განხორციელდა სააკაშვილის დეპორტაცია "იმ ქვეყანაში, საიდანაც ის შემოვიდა"


უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური აცხადებს, რომ განხორციელდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია "იმ ქვეყანაში, საიდანაც ის შემოვიდა". მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის კიევში "გამტაცებლებმა" დააკავეს და ახლოს მდებარე აეროპორტში წაიყვანეს. საზღვრის დაცვის სამსახურის პრესმდივანმა, ოლეგ სლობოდიანმა ფეისბუკით დაწერა, ეს ნაბიჯი გადაიდგა იმიტომ, რომ სააკაშვილი "უკრაინის კანონმდებლობას არღვევდაო". სლობოდიანს არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყანაში გაამგზავრეს სააკაშვილი, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინაში ის პოლონეთიდან შევიდა. სააკაშვილის მოკავშირე, დავით საყვარელიძე მანამდე "ფეისბუკით" წერდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი და ამჟამად უკრაინის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს კიევში, თავისი პარტიის შტაბ-ბინასთან ახლოს მდებარე ქართულ რესტორანში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG