Accessibility links

სააკაშვილი ვარშავაში ჩავიდა


მიხეილ სააკაშვილის ახლო მოკავშირე აცხადებს, რომ უკრაინის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და საქართველოს ექსპრეზიდენტი უკვე ჩავიდა პოლონეთში, უკრაინიდან მისი დეპორტაციის და კიევში "გამტაცებლების" მიერ მისი დაკავების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ. დავით საყვარელიძე ფეისბუკზე წერს, რომ სააკაშვილმა მას დაურეკა და ის ვარშავაშია. უფრო ადრე უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ განხორციელდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია "იმ ქვეყანაში, საიდანაც ის შემოვიდა". საზღვრის დაცვის სამსახურის პრესმდივანმა, ოლეგ სლობოდიანმა ფეისბუკით დაწერა, ეს ნაბიჯი გადაიდგა იმიტომ, რომ სააკაშვილი "უკრაინის კანონმდებლობას არღვევდაო". სლობოდიანს არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყანაში გაამგზავრეს სააკაშვილი, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინაში ის პოლონეთიდან შევიდა. დავით საყვარელიძე მანამდე "ფეისბუკით" წერდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი და ამჟამად უკრაინის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს კიევში, თავისი პარტიის შტაბ-ბინასთან ახლოს მდებარე ქართულ რესტორანში.

XS
SM
MD
LG