Accessibility links

მაისში გაიხსნება საბრძოლო მომზადების ცენტრი ვაზიანში


ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი

„18 მილიონი ლარი მივმართეთ ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობისკენ, რომელიც მზად იქნება უკვე წელს და მაისში ავამოქმედებთ ყველაზე ამბიციურ პროგრამას საქართველოს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე. მისი განმარტებით, სამხედრო წვრთნებსა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებას დიდი ყურადღება ეთმობა; 2017 წელს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 18 მილიონი ლარი დაიხარჯა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე წარადგენს განვლილი წლის ანგარიშსა და 2018 წელს თავდაცვის სისტემაში დაგეგმილ პროექტებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG