Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გაგრძელდება სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გაგრძელდება, მიუხედავად მისი უკრაინიდან გაძევებისა, განუცხადა „უნიანს“ უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა. მისი განმარტებით, უკრაინის საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურის მიერ უკრაინიდან სააკაშვილის გაძევება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან სპეცოპერაციის შესახებ გენერალური პროკურატურისთვის არ უცნობებიათ. ამასთანავე, ლარისა სარგანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში წინასასამართლო გამოძიება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არ დახურულა და გაგრძელდება. იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აღარ იმყოფება, ამ ეტაპზე გენერალურ პროკურატურაში არ იციან, როგორ გაგრძელდება სამართლებრივი პროცედურები.

XS
SM
MD
LG