Accessibility links

იან კელი: ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს


იან კელი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ყურადღებით აკვირდება უკრაინიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაძევების საქმეს და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანობა იყოს დაცული, ამის შესახებ მედიას განუცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანობა ზედმიწევნით იყოს დაცული არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის, არამედ ყველა მოქალაქის მიმართ. კითხვაზე, ამ მოვლენებს რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ საქართველოს პოლიტიკურ პროცესზე, გეტყვით, რომ ჩვენი პრიორიტეტია საქართველო იყოს ძლიერი, მტკიცე და სტაბილური ქვეყანა. ვფიქრობ, ქვეყნის მთელი რესურსი ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს მიმართული, რათა მომავალში საკუთარი ხალხის კეთილდღეობა უზრუნველყოს. რადგან საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ყველა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოს“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა იან კელიმ.

XS
SM
MD
LG